მაგარი თამაში იყო მეორე ბუნდესლიგაში. ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად ჩავიდა „ჰამბურგთან“ და 4:3 მოუგო.ამაში ქართველი ფორვარდის წვლილიცაა.
სტუმრები მე-6 წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდნენ, თუმცა ტაიმი მაინც 2:2 მორჩა.
მეორე ნახევრის პირველივე შეტევა ზივზივაძის გოლით დასრულდა. ბუდუ მცველებს შორის გაძვრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარში შეაგორა. ეს მისი მე-6 გოლია ამ სეზონში.
ზივზივაძეს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ჩვენიანი 84-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება 7.3-ია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/01/417391312_974911123993884_3743327282325445690_n-1024x1024.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/01/Capture-6.jpg)
ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „უოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ შეხვდა და 1:1 ითამაშა. გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე გაიყვანეს. პირველი ტაიმის ბოლოს დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება 7.0-ია.
წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად გადათამაშება დაინშნა, რომელიც 6 თებერვალს საუთჰემპტონში გაიმართება. საინტერესოა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩაკვეტაძეს “ლივერპულთან” მოუწევს თამაში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/01/421901047_972163104275036_1438813243717240951_n-1024x847.jpg)
სერია A-ში „ვერონა“-„ფროზინონეს“ მატჩი 1:1 დასრულდა, გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.
თურქეთში შოთა არველაძის „ქარაგიუმრუქმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და მეხუთეადგილოსან „რიზესფორს“ 4:0 მოუგო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings