17 მაისიდან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებს მაყურებელი დაესწრება. სასიამოვნო სიახლე მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამცნო.
ინგლისური პრემიერლიგისთვის ეს ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე მაყურებელთან ერთად თამაშს ყველა კლუბი მოასწრებს. ამასთან, სპორტული არენების 100 პროცენტით შევსება ჯერჯერობით არ შეიძლება.
სტადიონზე მისვლას 4000-მდე ადამიანი შეძლებს, პატარა არენების შემთხვევაში კი 50%-იანი დასწრება იქნება დასაშვები. რაც შეეხება დახურულ შენობებში გამართულ ღონისძიებებს მათ შემთხვევაში 1000-მდე გულშემატკივარს დაუშვებენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ინგლისში საფეხბურთო მატჩები და სხვა სპორტული ღონისძიებები ცარიელი ტრიბუნებით ტარდებოდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings