in

ბრაზილიის წყევლა: ევროპელები ზედიზედ მე-5 მუნდიალზე აჩერებენ

მორჩა, მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მსოფლიოს ნაწილი ვეღარ არის – ბრაზილია გავარდა!
ბრაზილიის ნაკრებმა ისევ ვერ გადალახა 1/4 ფინალური ეტაპი. ამჯერად პენტაკამპეონები ხორვატიამ გააჩერა და ეს პენალტების სერიაში გააკეთა.
მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს ნეიმარმა გაიტანა, მშვენივრად გათამაშებული კომბინაციის შედეგად. ბრაზილიელებს თითქოს გამარჯვებამდე მიჰყავდათ საქმე, მაგრამ 117-ე წუთზე კონტრშეტევა გამოუვიდათ ევროპელებს და რიკოშეტით გატანილი გოლით თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანეს.
იქ კი ხორვატიამ ისევ მოიგო – ლივაკოვიჩმა როდრიგოს აუღო, ხოლო მარკინიოსმა გააფუჭა და თავად 4 პენალტების გამტანი ხორვატია ნახევარფინალშია, ბრაზილია – შინ.

ნეიმარმა მე-8 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატებზე და რონალდოსა და მარადონას გაუთანაბრდა.

ნეიმარმა 77-ე გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრებში და პელეს რეკორდი გაიმეორა.

ხორვატიამ 117-ე წუთზე კარში პირველი ზუსტი დარტყმით გაიტანა.

ხორვატიის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატებზე პენალტების სერიაში არასოდეს აგებს.

დღევანდელ დღემდე ხორვატიამ მუნდიალამდე სამჯერ ითამაშა ლატარეა. 2018 წელს 1/8 ფინალში დანიას აჯობა პენალტებით (1:1, 3:2) და რუსეთს 1/4 ფინალში (2:2, 4:3), ხოლო წელს 1/8 ფინალში იაპონია დაამარცხა (1:1, 3:1).

ხორვატიის ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა ნახევარფინალში.

ხორვატია მესამედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. მარტო გერმანია გადიოდა უფრო ხშირად 1/2 ფინალში 1998 წლის შემდეგ.

ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ იგებს ძირითად დროში 1998 წლის შემდეგ. ხორვატების ბოლო 9 მატჩიდან 8 დამატებით დროში გადავიდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფში.

ლივაკოვიჩმა 4 პენალტი მოიგერია მიმდინარე მუნდიალზე და ამით მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა. აქამდე ასეთი რამ გამოსვლიათ არგენტინის მეკარე სერხიო გოიკოეჩეას (1990) და ხორვატ დანიელ სუბაშიჩს (2018).

აღსანიშნავია, რომ ბრაზილია 1/4 ფინალიდან ბოლო 5 მუნდიალიდან 4-ჯერ გავარდა. მარტო 2014 წლის საშინაო ჩემპიონატზე მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.

ბოლო 5 ჩემპიონატია ბრაზილიას ევროპული ნაკრები აგდებს:

2006: საფრანგეთი 1/4 ფინალი
2010: ნიდერლანდები 1/4 ფინალი
2014: გერმანია 1/2 ფინალი
2018: ბელგია 1/4 ფინალი
2022: ხორვატია 1/4 ფინალი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდუ მაროკოსთანაც თადარიგიდან?

ფოტო: კარგად გალებო – ინგლისელებმა პარიზში ფრანგები დატროლეს