in ,

ბრაზილია ოლიმპიური ჩემპიონია

ბრაზილიის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში ესპანეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ოლიმპიური ოქრო მოიპოვა – ზედიზედ მეორედ.

პირველი ტაიმის დიდი ნაწილი უნიათოდ, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ბურთი უფრო წინა ჩემპიონატის გამარჯვებულებს ეჭირათ და უფრო ხშირადაც შედიოდნენ მეტოქის საჯარიმოში. ტაიმის ბოლოს მათ პენალტის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირმა რიშარლისონმა გააფუჭა. თუმცა ბრაზილიელებმა მაინც მოახერხეს შესვენებამდე გატანა. ესპანელი მცველების დაბნეულობით მატეუს კუნიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

This image has an empty alt attribute; its file name is Brazil-v-Spain-Gold-Medal-Match-Mens-Football-Ol-256977052317eddf5742a5b10c9e4d33.jpg

მეორე ტაიმში ბრაზილია ისევ აქტიურობდა და მომენტებიც შექმნა. ყველაზე კარგი შანსი ისევ რიშარლისონმა ვერ გამოიყენა.
შემდეგ უკვე ესპანეთმა მოიპოვა უპირატესობა და 61-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. ოიარსაბალმა ერთი შეხებით, მიწაზე დაუშვებლად გაიტანა.

დამატებით დროში უპირატესობა ისევ ბრაზილიისკენ გადავიდა, თუმცა სახიფათო მომენტები უკვე იშვიათობა იყო. ესპანეთი უფრო მეორე ნომრად დადგა და დრო და დრო კონტრშეტევებზე თუ გადადიოდა. გადამწყვეტი გოლი მალკომმა შეაგდო. ის მარცხენა ფრთიდან გაიჭრა და უნაი სიმონს იოლად აჯობა.

ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მესამედ თამაშობდა ოლიმპიადის ფინალში და ზედიზედ მეორედ მოიგო.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0