გამთენიისას TB გარდენში NBA-ს პირველი ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მასპინძელმა ბოსტონ სელტიკსმა სერიაში ანგარიში გახსნა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ბოსტონის ლიდერები:ბრაუნი, პორზინგისი და ტეიტუმი.
ბოსტონმა დიდებულად ჩაატარა მატჩის პირველი მეოთხედი, სადაც დიდი უპირატესობა მოიპოვა და დალასს 17 ქულით მოუგო.
თავის მხრივ დალასის შემადგენლობაში ბრწყინავდა ლუკა დონჩიჩი, რომელმაც შეხვედრაში 30 ქულა, 10 მოხსნდა და 1 ასისტი მიითვალა, თუმცა ეს ყველაფერი მავერიკს გამარჯვებისთვის არ ეყო.
საბოლოოდ შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 107-89 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრა 10 ივნისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings