ლიგა 2-ის 28-ე ტურში „ბორდომ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს და გასავარდნ ონაში მყოფ „რუანს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 0:0.
ზურიკო პოზიციას იცვლიდა ხოლმე და შეტევების გამწვავებას ცდილობდა, ერთხელ კარშიც დაარტყა.
ზურიკო დავითაშვილი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მისი თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 6.7, flashscore – 6.2.
„ბორდო“ 37 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს, თუმცა ამასთანავე ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.
16 მარტს სტუმრად კიდევ ერთ აუტსაიდერს და ასევე გასავარდნ ზონაში მყოფ „ანსის“ შეხვდება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings