in

ბიჭია, ბიჭი, გოგოც არის, გოგოც – რონალდომ ტყუპების სქესი გააცხადა

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და მისი სექსუალური თანამეინახე ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან. ეს არ არის ახალი ამბავი, რადგან ამის თაობაზე პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ოქტომბერში აცნობა.

ახლა კი გაირკვა ბავშვების სქესი: კრიშტიანოს და ჯორჯინას ბიჭი და გოგონა შეეძინებათ.

ფეხბურთელის ინსტაგრამზე ვიდეო დაიდო, თუ როგორ ამცნობენ სხვა შვილებს ახალი და-ძმის შესახებ.

36 წლის რონალდოს 4 შვილი ჰყავს: კრიშტიანო-უმცროსი, რომელიც 2010 წელს დაიბადა უცნობი დედისგან, ევა და მატეო 2017 წელს მოევლინენ სამყაროს სუროგატი დედისგან და ალანა მარტინა, რომელიც 2017 წელს უკვე ჯორჯინამ გააჩინა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0