in

ბითაძის 10 წუთი ვაშინგტონთან

NBA-ს 2022/23 წლების სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა “ინდიანა პეისერზმა”. რიკ კარლაილის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და დაძაბულ ბრძოლაში 107:114 დამარცხდა.

გოგა ბითაძე პარკეტზე მეორე ხუთეულიდან შემოვიდა და 10 წუთი ითამაშა(მაილს ტერნერია ტრავმირებული). ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა – 0 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.

გოგამ თამაშიდან ერთადერთხელ შეუტია მეტოქის კალათს  და სამწუხაროდ ვერ ჩააგდო, საკმაოდ დიდი იყო მისი მხრიდან ტექნიკური წუნიც – მოკლე დროში ორჯერ დაკარგა ბურთი და სამჯერ დაჯარიმდა.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა ბევრად უკეთესად ჩაატარეს და ბრედლი ბილის მიერ დაგროვილი ქულების წყალობით 36:25 გალიდერდნენ. დარჩენილი 3 პერიოდის განმავლობაში “პეისერზი” ცდილობდა დასწეოდა მეტოქეს, თუმცა ეს გაჭირვებით გამოსდიოდა. “ინდიანას” რიგებში გამორჩეულად კარგი იყო ტაირის ჰალიბარტონი, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი გაშანსა, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში არ იყო საკმარისი მატჩის მოსაგებად.

“ვიზარდსმა” ბევრად უფრო დალაგებული და გუნდური კალათბურთი ითამაშა და სწორედ ამის წყალობით მიაღწია გამარჯვებას – 23 ქულა ქონდა ბრედლი ბილს, 22 კაილ კუზმას, ორმაგი დუბლი გაშანსა კრისტაფს პორჟინგისმა (15+10 მოხსნა), ბარტონი+გაფორდის დუეტმა სათადარიგოთა სკამიდან 29 ქულა მოუტანა “ვაშინგტონს”.

“ინდიანამ” სეზონის პირველივე მატჩში გამოაჩნა, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს და გუნდი ცვლილებებს საჭიროებს, სატრანსფერო ფანჯარა ჯერჯერობით ღიაა და არ დახურულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რონალდუ გასახდელში წავიდა, ტენ ჰაგს ჯერ ამისთვის არ სცალია

გვარდიოლა მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელია ამ წუთას: სად არის ხვიჩას მწვრთნელი