გამთენიისას, ოკეანის გადაღმა nba-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ლიდერების გარეშე დარჩენილი “ინდიანა პეისერსი” რეგულალური ჩემპიონატის ლიდერს “ფენიქს სანს” დაუპირისპირდა და 103:113 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ეს გოგას პირველი ორმაგი დუბლია.
“ინდიანას” 17 გამარჯვება, 30 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მომდევნო შეხვედრას “პეისერსი” “ნიუ ორლეან პელიკანსის” წინააღმდეგ 25 იანვარს გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings