in ,

ბექა მიქელთაძე ნიუკასლ ჯეტსის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთა, რომელიც ავსტრალიური “ნიუკალს ჯეტსის” ღირსებას იცავს, სეზონის ბოლოს კლუბმა გარჯა დაუფასა და რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვა.

ქართველი ფეხბურთელი განვლილი სეზონის “ნიუკალ ჯეტსის” საუკეთესო ფეხბურთელად, ოქროს ბუცის მფლობელად და კრეიგ ჯონსტონის მედლის მფლობელი გახდა.

მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატის განვლის სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, რითაც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

მიქელთაძის კარგი თამაში “ნიუკასლ ჯეტსისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდმა ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი გრძელი პასებით ლა ლიგაში მეოთხეა

საფრანგეთში ბორჯღალოსნები ლა როშელში დაბანაკდებიან