in ,

ბექა მიქელთაძე ნიუკასლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

24 წლის ქართველი ცენტრალური თავდამდამსხმელი ბექა მიქელთაძე, რომელიც ავსტრალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “ნიუკასლ ჯეტში” ირჯება, გუნდის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მიქელთაძე გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.

ქართველმა თავდამსხმელმა დეკემბერში “ჯეტსის” მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ბექას 9 ე.წ. “საკვანძო პასი და 1 ასისტი აქვს.

“ჯეტსს” ავსტრალიის A ლიგის 5 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს და 5 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, ნიუკასლელები მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს სტუმრად “სენტრალ ქოასთ მარინერსთან” ჩაატარებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა გუგეშაშვილი ყარაბაღის ფეხბურთელია

კრასნოდარი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონს იხდის