უეფამ ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
2021/22 წლების სეზონის გათამაშებაში „რეალის“ ფორვარდმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა, ამასთან მის ანგარიშზეა 2 საგოლე პასიც. პლეი-ოფში მან 3 გოლი გაუტანა პსჟ-ს, ხოლო 4 – „ჩელსის“. ასევე 3-ჯერ გამოიჩინა თავი „სიტისთან“ შეხვედრებში.
34 წლის ფრანგი საუკეთესოდ უეფას ტექნიკური მეთვალყურეთა ჯგუფმა დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს „რეალის“ შემტევი ვინისიუსი. მან 4 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა 13 მატჩში.
მოგეხსენებათ, სწორედ ბრაზილიელი გახდა ფინალში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლის ავტორი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Liverpool-0-1-Real-Madrid-Thibaut-Courtois-and-Vinicius-Jnr-star.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings