in ,

ბენზემა და ასენსიო: რეალი დაფრინავს, ბარსა კი საშუალო გუნდი ხდება – VI ტური

„რეალს“ ლა ლიგის 6 მატჩში 21 გოლი მოუგროვდა. ეს კლუბის საუკეთესო შედეგია 1987 წლის შემდეგ.

ანჩელოტი: „რეალი“ უფრო აგრესიული იყო, ჩვენ ეს ფეხბურთელებთან განვიხილეთ. კარგი საღამო გამოვიდა“.

ასენსიომ პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა „რეალში“ და მეორე კარიერაში.

ასენსიო ჰეთ-თრიქზე: „ანჩელოტის შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს. მე მზად ვიყავი შანსის გამოყენებისთვის“.

ბენზემას 15 (8+7) ქულა აქვს 6 ტურში – ტოპ 5 ლიგაში რეკორდია 21-ე საუკუნეში.

ბენზემამ მე-200 გოლლი გაიტანა ლა ლიგაში. ის მეათეა ამ შედეგით.

ბენზემას 8 გოლი და 7 ასისტი აქვს 6 ტურში.

გრიზმანს 0 შედეგიანი მოქმედება აქვს „ატლეტიკოს“ 4 შეხვედრაში.

„ხეტაფემ“ „ატლეტიკოს“ გოლი პირველად გაუტანა 10 წელიწადში.

რადამელ ფალკაომ გამარჯვების გოლი 96-ე წუთზე გაუტანა ბილბაოს „ატლეტიკს“, ის შეცვლაზე შევიდა 76-ე წუთზე. მას 2 გოლი აქვს „რაიოს“ 2 მატჩში.

„ბარსა“ ვერ იგებს ზედიზედ 3 თამაშია. კუმანს 2 მოგება აქვს სეზონის 6 შეხვედრაში.

„ბარსელონა“ ზედიზედ 3 მატჩია „კადისს“ ვერ უგებს: 1 წაგება და 2 ფრე.

„ბარსას“ ერთხელაც არ დაურტყამს „კადისის“ კარში პირველ ტაიმში. ბურთის ფლობა 78% 22%-ის წინააღმდეგ.

„ბარსას“ 8 გოლი აქვს პირველ 5 მატჩში – ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 18 წელიწადში.

კუმანი მატჩის 87-ე წუთზე გააძევეს.

კუმანი: „მთლიანობაში „ბარსელონა“ კარგად თამნაშობდა. ბურთს ვფლობდით, უკეთესი მომენტები გვქონდა“.

ჟერარ პიკე: „მე „ბარსაში“ იმის გამო არ ვარ, რომ მეორე ან მესამე ვიყო,
ტროფეებისთვის ბრძლა მინდა“.

ლა ლიგა – VI ტური

ხეტაფე – ატლეტიკო 1:2
ლევანტე – სელტა 0:2
ბილბაო – რაიო ვალეკანო 1:2
სევილია – ვალენსია 3:1
ესპანიოლი – ალავესი 1:0
ვილიარეალი – ელჩე 4:1
რეალი – მალიორკა 6:1
გრანადა – სოსიედადი 2:3
ოსასუნა – ბეტისი 1:3
კადისი – ბარსელონა 0:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ფეხბურთელები ერთმანეთს ხელით შეეხნენ – სერიოზული ჩხუბი ეროვნულ ლიგა 2-ში

თოკოს 13 ქულა 15 წუთში: ცსკა-ს დამაჯარებელი გამარჯვება