რომის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-9 ნომერს მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში სამ სეტში 6:4 2:6 4:6 დაამარცხდა.
ნიკოლოზმა პირველი სეტი უნაკლოდ ჩაატარა და იტალიელ ჩოგბურთელს შანსი არ დაუტოვა. 1-ბრეიკიანი უპირატესობით ბასილაშვილი წინ გავიდა.
მეორე სეტში მატეო გააქტიურდა და ამჯერად ნიკოლოზს არ ჰქონია არანაირი შანსი და 2:6. გადამწყვეტი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ. სამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:5 იყო ნიკოლოზმა თავისი ჩაწოდება 30:0-დან დათმო და მატჩი წააგო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings