in ,

ბარსელონას შემოსავლები მესის კისერზეა: ტყუილა ერჩიან თუ არა ლეოს და მის ხელფასს

მესიმ „ბარსელონას“ 619 მლნ ევრო მოუტანა 2017 წელს.

კომპანია Diagonal Inversiones-ის და რამდენიმე ფინანსისტის გათვლებით, არგენტინელმა 2017 წელს კონტრაქტის განახლების შემდეგ „ბლაუგრანას“ 619.265 მლნ ევროს შემოსავალი მოუტანა (წლევანდელი სეზონის ჩაუთვლელად).

ამავე პერიოდში მესიმ კლუბისგან მიიღო 383.655 მლნ ევრო. ამრიგად, „ბარსელონასთვის“ მესის გუნდში ყოფნის დადებითი ეფექტი შეადგენს 235.61 მლნ ევროს.

აბა ამდენ ფულს რაში იღებ: მესის კატალონიური უნდა ესწავლა

კვლევა ამტკიცებს, რომ მესი კლუბის შემოსავლების 30%-ის გენერირებს.

„ლეო – საკლუბო ბიზნესის ცენტრია. როგორ აკეთებს ამას? ის გოლებს იტანს. სასპონსორო კონტრაქტებს მესის გუნდში ყოფნით სხვა ფასი აქვს და მის გარეშე – სხვა.
ამას ემატება ის შემოსავლები, რომლის გაზომვა შეუძლებელია – ბილეთების გაყიდვა, ვიპ-ლოჟა, მაისურების გაყიდვა“, – განაცხადა Diagonal Inversiones-ის გენდირექტორმა მარკ სირიამ.

ბარსას მესის ვალი აქვს, მაგრამ მილიონებს კიდევ იქით ჰპირდება

მოგეხსენებათ, ახლახან მესის ბოლო 4-წლიანი კონტრაქტის დეტალები გაჟღერდა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში უმსხვილესია და იქ ხსენებულმა კოლოსალურმა თანხებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მესის კონტრაქტმა გაჟონა: ნახევარ მილიარდზე მეტი და მილიონობით ბონუსები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის ისტორიაში ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი გამოავლინეს

ვიდეო: ქინქლაძე – მეინ როუდის ჯადოქარი: სიტიმ გიოზე ფილმი გადაიღო