in

ბარსელონას სამწვრთნელო შტაბი სამ ძირითად პრობლემას გამოჰყოფს

ნებისმიერი გუნდისათვის, სამწვრთნელო შტაბის სწორი ფუნქციონირება წარმატების საწინდარია და ამაში, მხოლოდ სატრანსფერო აქტივობა არ იგულისხმება. მწვრთნელებს ევალებათ გუნდში არსებული პრობლემები გამოავლინონ და აღმოფხვრან. ხშირია, რომ გამოვლენა უფრო პრობლემურია ვიდრე მისი პრევენცია.


ჰოდა, „Catalunya radio” ამზეურებს იმ პრობლემათა ნუსხას, რომლებთან შებრძოლებაც ჩავისა და მის გუნდს უწევთ.

1) ნაკლები კრეატიულობა იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ღრმა დაცვით თამაშობენ:
ჩავის მოსვლის შემდეგ „ბლაუგრანა“ ძალიან შემტევ გუნდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდთა უმრავლესობა ღრმა დაცვითი ბარიკადებით ეგებება კატალონიუ გრანდს, შესაბამისად, გასაღების პოვნა იოლი არ არის. ჩავის ბიჭებს იმ გუნდების წინააღმდეგ არ უჭირთ, რომელთა ხელწერაც შეტევაა, თუმცა ასეთს მრავლად ვერ მოვძებნით. სეზონის განმავლობაში ჩავი „ბარსას“ შეტევას კრეატიული ფლანგელებით აძლიერებდა, მაგრამ უსმან დებმელეს კონტრაქტი ბურუსითაა მოცული და ამ მხრივ, გუნდს სამუშაო აქვს.

2) მტკიცე ხასიათი:
გასულ სეზონში „ბარსას“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გოლის გაშვება იყო. ცხადია, ეს ზოგადად, ყველასათვის პრობლემაა, მაგრამ აქ იგულისხმება უკურეაქცია გაშვებული გოლისადმი. იმის ნაცვლად, რომ გუნდს მატჩის გადარჩენაზე ეზრუნა და გოლზე დაგეშილიყო, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელებს მატჩში დაბრუნება ძალიან უჭირდათ. ამ მხრივ სანიმუშო მაგალითი მადრიდის „რეალია“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ყველასთან მარცხდებოდა, მაგრამ ჯერ „პსჟ“-ს, შემდეგ კი „ჩელსისა“ და „სიტის“ ზღაპარში დაუტრიალეს მატჩები.

3) ფიზიკური სიძლიერით გამორჩეულ მოთამაშეთა ნაკლებობა
ბოლო წლებში, „ბლაუგრანა“ ძალიან მოიკოჭლებს ფიზიკური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი მკაფიოდ გამოვლინდა „ბაიერნთან“ და „ლივერპულთან“ მატჩებში, როცა მოწინააღმდეგემ „ბარსა“ უბრალოდ შთანთქა. კატალონიელებს ტექნიკური მოთამაშეების მხრივ არ უჭირთ, მაგრამ, როდესაც საქმე ფიზიკურად ძლიერებზე მიდგება, აქ ნიკო გონსალესისა და ფრენკი დე იონგის იქით ბევრს ვერ გაიხსენებ (ცხადია, ამპლუით მცველები არ იგულისხმებიან, რადგან ეს იგივეა თევზი წყალში ცურვის გამო შეაქო…). ფრენკ კესის დამატება, შესაძლოა, ამ მხრივ შვების მომგვრელი აღმოჩნდეს, თუმცა პრესაში იწერება, რომ კესი “როსონერისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრესამ სორიანოს სიტყვები დაამახინჯა: რეალს პსჟ-თან, ჩელსისთან, სიტისთან და ლივერპულთან ძალიან გაუმართლა- მაგრამ სიტის დირექტორს ამით არ დაუსრულებია…

წიტაიშვილი კიევის დინამოშია და შვეიცარიაში ემზადება