გუშინ ლეგენდარულ “კამპ ნოუზე” საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში სამი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას – ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ანტონი ფრეიშა. ლაპორტამ ხმების 54.28 % მოაგროვა და “ბლაუგრანას” პრეზიდენტი მეორედ გახდა.
ლაპორტა კლუბს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/barca-archevnebi-1615169064-1024x576.jpg)
წინასაარჩევნო პერიოდში ლაპორტას მთავარი დაპირება იყო, რომ ლიონელ მესი “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებდა და კლუბში დარჩებოდა. არგენტინელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/lmessi-1615169263.jpg)
ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებშიც იყო და ამ პერიოდში “ბარსამ” ოთხჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და თითო-თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შეგახსენებთ, ლაპორტამ ამ პოსტზე ხოსეპ მარია ბარტომეუ შეცვალა, რომელიც ე.წ. “ბოტების” სკანდალის გამო დააკავეს.
ბოტების სკანდალი დადასტურდა: ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
GIPHY App Key not set. Please check settings