in

ბარსას – 270 მილიონი, რეალს – 261 მილიონი: ლა ლიგამ ბიზნესის 10%-იანი წილი 2,7 მილიარდ ევროდ გაყიდა

ლა ლიგამ საინვესტიციო ფონდს CVC ლიგაში წილი მიყიდა.

შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება ახალი კომპანია, რომელშიც CVC 10%-ის მფლობელი იქნება. ამისთვის ფონდი 2,7 მილიარდ ევროს გადაიხდის და ეს თანხა კლუბების განვითარებას მოხმარდება.

კონტრაქტის მიხედვით, ლა ლიგას ღირებულება 24,25 მილიარდ ევროდ შეფასდა.

ლიგაში აღნიშნავენ, რომ 2,7 მილიარდი დოლარიდან 90% კლუბებს მოხმარდება,”ბარსა” – 270 მილიონ ევროს მიიღებს, „რეალი“ – 261 მილიონს.

თანხა კლუბების სპორტული მიღწევების გათვალისწინებით გადანაწილდება.
ინვესტიციის 15% შესაძლოა ტრანსფერებზე ან ფეხბურთელთა კონტრაქტების განახლებაზე დაიხარჯოს. დანარჩენი ფული კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს, იქნება ეს სტადიონები თუ სამწვრთნელო ბაზები.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0