in ,

ბაიერნი ნოიერს ლივაკოვიჩით ჩაანაცვლებს?

პირწმინდად ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ მანუელ ნოიერმა ბედი სათხილამურო სამყაროში სცადა და კიდევ ერთი კრახი განიცადა. ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ სრიალისას ფეხი მოიტეხა და მისთვის სეზონი დასრულებულია.

“ბაიერნი” მეკარეს რომ ეძებს ცნობილია, რადგან მანუ უკვე 36 წლის არის და დროა რეკორმდაისტერს ჯეროვანი შემცვლელი ჰყავდეს და ვინ შეიძლება იყოს, თუ არა დომინიკ ლივაკოვიჩი?

მიმდინარე მუნდიალის აღმოჩენა, ყველაზე მეტი სეივის შემსრულებელი და ზედიზედ ორ პენალტების სერიაში გამარჯვებული კიპერი.

27 წლის ლივაკოვიჩი “დინამო ზაგრებში” გამოდის და მისი საორიენტაციო სატრანსფერო ფასი 20-25 მილიონი ევროა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ ისევ მესი: საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტები

ვიდეო: საოცარი ანტურაჟი მიტროვიჩის ფონზე