in

ბაიერნი გააქილიკეს: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

საფეხბურთო სეზონის დასრულების სემდეგ, მთავარი ინტერესი და ბრძოლის ველი სატრანსფერო ბაზარზე გადადის. გუნდებმა კარგა ხანია დაიწყეს ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ზრუნვა.


გაბი ჟეზუსის აგენტი მარსელო პეტინატი ლონდონში შენიშნეს. ერლინგ ჰოლანდის მოსვლის შემდეგ, გადაწყდა, რომ „მან სიტი“ გაბი ჟეზუსს გაუშვებს. მის მიმართ გამალებულ ინტერესს მიკელ არტეტა იჩენს. „მერკატო კალჩოს“ ცნობით, ფეხბურთელის გადაბირებით ტურინის „იუვენტუსიც“ ინტერესდება „ჩელსისთან“ ერთად, მაგრამ ფავორიტი „არსენალია“. სავარაუდო სატრანსფერო თანხა – 50 მილიონი გირვანქა.

„მანჩესტერ სიტი“ მარკ კუკურელიას ტრანსფერისთვის ემზადება.


კალჩო მერკატოს ცნობით, „იუვენტუსი“ „ჩელსის“ ბარტერს სთავაზობს. მერიჰ დემირალი ჟორჟინიოს სანაცვლოდ. იტალიელს სამშობლოში დაბრუნება სურს და ტუხელი მას შეუცვლელ წევრად აღარ განიხილავს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წელს იწურება.

“ჩელსი” მზად არის ლუკაკუს იჯარის მოთხოვნა 25-დან 12 მლიონამდე შეამციროს.

დანი ალვეშის წასვლის შემდეგ, „ბარსას“ სესარ ასპილიკუეტას დამატება გადაწყვეტილი აქვს. ჩავი მას 2-წლიან პერსპექტივაში განიხილავს.

„ბაიერნმა“ „ბარსას“ 32 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა. ლევანდოვსკის 50 მილიონად აფასებენ. როგორც „ბილდი“ გვაუწყებს, რობერტ ლევანდოვსკის სურვილი, გადაბარგდეს კატალონიაში, 18 მილიონის დისტანციაშია რეალობასთან. მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად, „ბარსას“ პრიორიტეტი ლევნადოვსკის შეძენაა, მაგრამ მიუნხენელები მის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვენ.

სადიო მანე სულ მალე „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. „ლივერპულმა“ სამჯერ დაბლოკა მიუნხენელთა შეთავაზება. პირველი 20 მილიონიანი, მეორე 25 მილიონიანი და მესამე 27.5 მილიონიანი. მერსისპირელები 45 მილიონს ითხოვენ. „ბაიერნი“ ამ ტრანსფერში ქილიკის ობიექტიც გახდა. საბონუსე პუნქტის თანახმად, „ლივერპული“ 15 მილიონს მიიღებდა იმ შემთხვევაში თუ სადიო მანე ზედიზედ სამჯერ მოიგებდა “ოქროს ბურთს”.

„ფიორენტინა“ „შახტარს“ დოდოს სანაცვლოდ 10 მილიონს უხდის. გარიგება მალე გაოფიციალურდება.

მანორ სოლომონი „ფულჰემს“ უახლოვდება.

„ტოტენჰემმა“ ივ ბისუმა გაიფორმა. 25 წლის მალელის სანაცვლოდ “ბრაიტონი” 25 მილიონი მიიღებს.

This image has an empty alt attribute; its file name is 288685688_515491850378311_3377857876028486853_n-820x1024.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუის ჰამილტონს აირტონ სენას ჩაფხუტი უსახსოვრეს: რეკორდი გამეორებულია

ხვიჩა ერთა ლიგაზე ჯერჯერობით პირველია: კვარაცხელია ჰაკანს უსწრებს