in

ბაიერის ტრიუმფი და ბაიერნის ფიასკო: პირველი გუნდი, რომელსაც არ წაუგია…

ბუნდესლიგა დასრულდა და მცირედი შეჯამება შესაძლებელია. ჩემპიონი კარგა ხნით ადრე ლევერკუზენის „ბაიერი“ გახდა. გუნდი, რომელსაც ერთი თამაშიც არ წაუგია.

გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კლუბმა მთელი სეზონი დაუმარცხებლად გაიარა: ლევერკუზენის გუნდმა 28 მოიგო და 6 ფრე ითამაშა, გაიტანა 89 გოლი და გაუშვა 24.

ზოგადად კი „ბაიერმა“ სეზონის სტარტიდან 51 მატჩი წაუგებლად განვლო – 42 მოგება და 9 ფრე.

მარტო ამ „ბაიერს“, „იუვენტუსს“ (2011/12) და „არსენალს“ (2003/04) არ წაუგიათ ერთ ჩემპიონატში ტოპ 4 ლიგიდან 21-ე საუკუნეში.

„ბაიერი“ ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი.

ახლა ლევერკუზენელებს ორი ფინალი დარჩათ – ევროპა ლიგაზე „ატალანტასთან“ და ქვეყნის თასზე „კაიზერსლაუტერთან“.

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა. ბოლო ტურის მატჩი წააგო („ჰოფენჰაიმთან 2:4) და მე-2 ადგილი „შტუტგარტს“ დაუთმო.

ბოლოს „ბაიერნს“ მეორეზე დაბალი ადგილი 2010/11 წლებში ეკავა. მაშინ მიუნხენელებზე წინ დორტმუნდის „ბორუსია“ და წლევანდლი ტრიუმფატორი „ბაიერი“ აღმოჩნდნენ.

„ბაიერნმა“ 45 გოლი გაუშვა პირველად 1995/96 წლების სეზონის შემდეგ.

„ბაიერნი“ ზედიზედ ორი სეზონია ბუნდესლიგაში 73 ქულას ვერ აგროვებს.
წელს გუნდმა 72 ქულით დაასრულა, წინა სეზონში 71 იყო.
ტომას ტუხელის მოსვლამდე მიუნხენელებს 73 ქულაზე ნაკლები 2010/11 წლების სეზონში ჰქონდათ (65).

„ბაიერნმა“ 2007 წლის შემდეგ ბუნდესლიგაში პირველად წააგო 8 მატჩი.

გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი კი „ბაიერნის“ ინგლისელი ჰარი კეინი გახდა. 30 წლის ფორვარდმა 36 გოლი გაიტანა 32 მატჩში (5 პენალტით) და 8 ასისტიც გააკეთა. ის ასევე ლიდერია „გოლი+პასის“ სისტემით – 44.

„კიოლნი“ გავარდა ბუნდესლიგიდან, „ბოხუმი“ გადასასვლელ მატჩებს ითამაშებს „დიუსელდორფთან“. „აინტრახტი“ შესაძლოა მე-6 ადგილიდან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს თუ „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუგებს „რეალს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Mamma mia – კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს… ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ

ბეწვზე გადარჩა: მეცი პსჟ-სთან დამარცხდა და პლეი აუტს ითამაშებს