in ,

ახლოს Top 10-თან: საქართველო რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და მის წერას კიდევ განაგრძობს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ორიდან ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ტურით ადრე გაინაღდა 1/4 ფინალის საგზური. მეორე შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა თალეს ფეიტოსას და ბრუნო პეტრის გოლეებით ბოსნია 2:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-11 ადგილს იკავებს. საქართველომ ხსენებულ ბოსნია-ჰერცოგოვინას და უკრაინას გადაასწრო.

რეიტინგში ლიდერობა დაკარგა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც აზერბაიჯანთან ფრედ 2:2 ითამაშა. ახლა, რეიტინგს რუსეთი ლიდერობს. მეორეზე პორტუგალია და მესამეზე ესპანეთია.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირანელი ქალები ფეხბურთზე შეუშვეს

უაზროდ დიდი ხარჯია: ნამიბიური ფრენჩაიზი ქარის თასს ჩაეხსნა