in ,

ახლა თავად დაშავდა: ლოჩოშვილს ტვინის შერყევა აქვს, ბუდუ ლიგაში საუკეთესოა, მიქაუტაძეს იმედი მიეცა – ლეგიონერების ამბები

ავსტრიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო და საკმაო ხანი გაუცდება. „ვოლფსბერგერის“ ქართველი მცველი ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრაში ძირითადში იყო, მაგრამ უკვე მე-6 წუთზე გაიყვანეს.
ლოჩოშვილი მეტოქის მცველს შეეჯახა და დაშავდა, მან მოედანი საკაცით დატოვა.
დიაგნოზი ცნობილია: ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლოჩოშვილი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ლოჩოშვილი ამ ცოტა ხნის წინ, სწორედ „აუსტრიას “ მოთამაშე ტეიგლს დაეხმარა, როდესაც უგონოდ მყოფ მეტოქეს სწრაფად დაეხმარა და გადაარჩინა. ქართველის ამ საქციელს დიდი გამოხმაურება მოყვა.

დღის გმირი: ლოჩოშვილმა მეტოქე გადაარჩინა

ლოჩოშვილი გმირული საქციელისთვის დააფასეს: ღირსების ორდენი ქართველს

„ჩვენს წინა შეხვედრაში ბოლო დროს თქვენ სწრაფად დაეხმარეთ ჩვენს მოთამაშეს. სამწუხაროდ დღეს თავად დაშავდი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ლუკა!“, – ასე გამოეხმაურა „აუსტრიას“ ტვიტერი.

This image has an empty alt attribute; its file name is gettyimages-1239157457-2048x2048-1-1024x683.jpg

გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ლიეჟის „სტანდარდს“ დერბი სტუმრად მოუგო 1:0 და ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.
საინტერესოა, რომ „სერენმა“ თანაქალაქელი „სტანდარდი“ პირველად დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა:
„ამ შეხვედრას შეუძლია სტიმული მოგვცეს, „სტანდარდთან“ პირველმა გამარჯვებამ შეიძლება გამოგვაცოცხლოს, თანაც ჩვენს კონკურენტებს უფრო რთული მატჩები ელით და არ არის გამორიცხული ქულები დაკარგონ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – ამბობს მიქაუტაძე.

უნგრეთში, ახალ გუნდში მაგრად ათამაშდა ბუდუ ზივზივაძე და ამას მისი თანაგუნდელებიც ხედავენ. „უიპეშტმა“ გასვლაზე „დებრეცენი“ 2:1 დაამარცხა.
27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და მეორე გოლიც მან წამოიწყო.
მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს, ბუდუს კამერისთან თანაგუნდელი იოჰან კრუაზე მიუახლოვდა და ჩვენიანზე თქვა:
„ის საუკეთესო თავდამსხმელია ლიგაში. ხუთი გოლი გაიტანა ოთხ მატჩში. არ დაივიწყოთ მისი სახელი!“, – თქვა 30 წლის ფრანგმა კრუაზემ.

ამასობაში, კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, ქართველების გუნდებმა წარმატებით ითამაშეს.
„აპოელი“ ლარნაკაში მეორეადგილოსანს, აეკ-ს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი (82-ე წუთზე შეცვალეს) ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მურთაზ დაუშვილი კი ტრავმის გამო არ თამაშობს.
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ გათამაშების ლიდერს, ლიმასოლის „აპოლონს“ ესტუმრა. სტუმართა კარში გიორგი ლორია იდგა, ხოლო რეზი ინჯგია „აპოლონის“ განაცხადში იყო და არ უთამაშია. თამაში 1:1 დასრულდა.
პირველ ადგილზე „აპოლონია“ (48), „აპოელი“ მეორე პოზიციაზე ავიდა (43), ხოლო „ანორთოსისი“ (39) მეხუთეზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინი ტურის საუკეთესოა – მეორედ

მესი ოქროს ბურთის პრეტენდენტიც კი აღარ არის: ლეო მე-20 ადგილამდე ჩავარდა