2022 ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანესი წელია.
სექტემბერში თბილისი საკალათბურთო ეპიცენტრი გახდება, რადგან ჩვენს ქალაქში ევრობასკეტის A ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. ტურნირს უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
მშენებარე დარბაზი საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ დაათვალიერეს, რომლის შემდეგაც სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის მშენებლობაზე რკინა-ბეტონის და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები დასრულებულია და ახლა მოპირკეთება მიმდინარეობს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/272746096_240526634930033_6256794801796177784_n-1024x577.jpg)
დაიგეგმა, რომ დარბაზში პირველი მატჩი 4 ივლისს გაიმართება, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს.
![This image has an empty alt attribute; its file name is 272763053_240526518263378_720761637213467410_n-1024x576.jpg](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/272763053_240526518263378_720761637213467410_n-1024x576.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings