საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის პლეი-ოფში ხორვატიას შეხვდება.
უეფას ნიონის ოფისში ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე უნდა გაერკვია.
თამაშები 14 და 19 ნოემბერს გაიმართება, შინ და გარეთ. საქართველო პირველ მატჩს შინ ჩაატარებს.
რამაზ სვანაძის გუნდმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიულ შედეგს მიაღწია. გუნდს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, ფინალურ ტურნირზე იასპარეზოს.

პლეი-ოფის წყვილები:
საქართველო-ხორვატია
ფინეთი-ნორვეგია
ბელგია-ჩეხეთი
ამ დროისთვის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ: სლოვაკეთი (მასპინძელი), ინგლისი (ჩემპიონი), დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა.
2025-ის ფინალური ეტაპი სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings