20 წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიის მესამე ტური ქართველი მორაგბეების ტრიუმფით დასრულდა. უმცროს ბორჯღალოსნებს ორიდან ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული, მაგრამ დასვკნით ტურში შოტლანდია, უბრალოდ გადათელეს.
საწყის 10 წუთში სქოთები 0:10 გაიქცნენ, მაგრამ ერთი-მეორის მიყოლებით ქართველებმა მოლები ააგორეს და ლელოს-ლელო დაამატეს. უკვე პირველ ტაიმში ანგარიში 26:10 იყო.
მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ქართველებმა შეტევაში რისკს და ბურთის მეტად გაშლას უმატეს. ამანაც ჩინებულად იმუშავა და საბოლოოდ, საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა შოტლანდია 55:17 გაანადგურა.
ამ გამარჯვებით, საქართველო ბოლოსწინა საფეხურზე გავიდა, სქოთები კი ბოლოზე.
GIPHY App Key not set. Please check settings