2022 წლის ივლისში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ისტორიული დაპირისპირება ელის. “ბორჯღალოსნები” იტალიას უმასპინძლებენ. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც უკვე გაუწყეთ, საქართველო-იტალიას მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” უმასპინძლებს და მატჩი ზაფხულის ტესტების მეორე სათამაშო კვირას, 9 ივლისს გაიმართება.
ცნობილია შეხვედრის მსაჯების ვინაობაც. ქართული რაგბისთვის ისტორიულ მატჩს ახალ ზელანდიელი ბრენდონ პიკერილი განსჯის. მას კიდეებიდან ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/278133715_1069880626897221_124975723119565277_n-1024x576-1.jpg)
ასევე, ცნობილია ის, რომ ნიკა ამაშუკელი 2 ივლისს პრეტორიაში სამხრეთ აფრიკა-უელსის შეხვედრას განსჯის.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings