in ,

აქეთ ამან დაიწყო, იქეთ – იმან: გაისველე პირი, ჭამე საზამთრო – I ტური

მარადიულმა ჩემპიონმა ახალი სეზონი გამარჯვებით ვერ დაიწყო. მეტიც, „ბაიერნის“ არც ახალი მწვრთნელი და არც მთავარი ფეხბურთელი ლევანდოვსკი (პოლონელმა უმაგრესი გოლი შეაგდო, ნახევარბრუნში და ერთი შეხებით) თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ დარჩენილან, ეს ის არ იყო, რაც გვინდაო. თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ეს ბევრს არც არაფერს ნიშნავს – „რეკორდმაისტერი“ კვლავ რჩება მთავარ ფავორიტად და საერთოდ შეძლებს თუ არა ვინმე წინააღმდეგობის გაწევას, საკითხავია.
პირველი ტურის მიხედვით, დორტმუნდის „ბორუსია“ მშვენიერია. მისმა ლიდერმა ჰაალანდმა კი საუცხოო შედეგი აჩვენა – 5-დან 5 გოლში მიიღო მონაწილეობა: ორი გოლი და სამი პასი.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ საკლუბო რეკორდი დაამყარა, ბუდესლიგის ზედიზედ 33 მატჩში იტანს გოლს.

ჰაალანდს 62 გოლი აქვს „ბორუსიაში“ ჩატარებულ 61 მატჩში. მან დუბლი შეასრულა და პლუს კიდევ 3 საგოლე პასი მისცა ბუნდესლიგის პირველ ტურში.

კლუბის ერთგულმა ფეხბურთელმა, მარკო როისმა ბუნდესლიგაში ზუსტად 100 გოლი გაიტანა. ეს მეხუთე შედეგია ისტორიაში. სტეფან შაპუიზამდე სულ 2 გოლი რჩება, რეკორდსმენი მანფრედ ბურგსმიულერიც არ არის მიუღწეველი – 135 გოლი.

პასების ჰეთ-თრიქი ჰაალანდის გარდა ბუნდესლიგაში გაუკეთებიათ სოსას (შტუტგარტი) და კრამარიჩს (ჰოფენჰაიმი).

დორტმუნდის „ბორუსიამ“ გაიმეორა „ბაიერნის“ გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურებში ზედიზედ გამარჯვებების რეკორდი. შავ-ყვითლებმა მეშვიდედ მოიგეს ჩემპიონატის სტარტზე. მიუნხენელები ზედიზედ 7-ჯერ 2012-2018 წლებში იგებდნენ.

გლადბახელი ალასან პლეა გახდა ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველი გოლის ავტორი.

ნაგელსმანი გლადბახთან მატჩზე: „ეს პატიოსანი ფრეა, „ბაიერნს“ კარგი მეტოქე ჰყავდა“.

რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-7 სეზონში გაიტანა პირველ ტურში.

„აუგსბურგის“ ფეხბურთელებმა უჩვეულოდ დაიმაყოფილეს წყურვილის გრძნობა. მეორე ტაიმის შუაში, პაუზის დროს მათ საზამთროს ჭამა დაიწყეს, რომელიც მოედანზე კლუბის პერსონალმა გაიტანა

.

ბუნდესლიგა – I ტური

გლადბახი – ბაიერნი 1:1
არმინია – ფრაიბურგი 0:0
აუგსბურგი – ჰოფენჰაიმი 0:4
უნიონი – ლევერკუზენი 1:1
შტუტგარტი – ფიურტი 5:1
ვოლფსბურგი – ბოხუმი 1:0
დორტმუნდი – აინტრახტი 5:2
მაინცი – ლაიპციგი 1:0
კიოლნი – ჰერტა 3:1

This image has an empty alt attribute; its file name is https___bvbbuzz.com_wp-content_uploads_getty-images_2017_07_1234677452-850x560-1.jpeg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაგბის კავშირის გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე იქნება:ბიუჯეტი 10 მილიონით გაიზარდა

რა საჭიროა მესი, როცა აგერ ბრაიტვაიტია: ფავორიტებმა მოიგეს – I ტური