უკვე გარკვეულია: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ათ გუნდში მოხვდა.
უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველომ პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა დამაჯერებლად დაამარცხა – 20:7.
საქართველო ფავორიტად მიიჩნეოდა. ჩვენებმა ეს თავიდანვე გაამართლეს: 8 წუთში 3:1 მოიგეს, მომდევნო ორში შედეგიანობას მოუმატეს, შესაბამისად 5 და 7 გაიტანეს და ბოლო მეოთხედის წინ 15:4 გავიდნენ წინ, რაც გამარჯვებას ნიშნავდა.
მატჩს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდნენ იაპონიის ნაკრების წყალბურთელები, რომელმაც მანამდე ავსტრალია დაამარცხეს და მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს შეხვდებიან.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მატჩი 1 ივლისს 20:30 საათზე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings