დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე სერია A-ს ლიდერმა “ნაპოლიმ” “ბოლონია” 3:2 დაამარცხა… უნდა აღინიშნოს, რომ ტიაგო მოტას ბიჭებმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს და დიდი ხნის განმავლობაშიც “პარტენოპეის” მნიშვნელოვან 2 ქულას აკარგვინებდნენ.
მატჩის მიწურულს ნეაპოლელთა ერთ-ერთმა პროტაგონისტმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ოსიმენს კევინ დე ბრუინის სტილში ჩინებული გადაცემა გაუკეთა და ტაბლოზეც საბოლოო ანგარიში გამოისახა.
DAZN-სთან პირდაპირ ეთერში ხვიჩას ყოფილი ფეხბურთელი, ჯამპაოლო პაზინი აქებს… “მილანისა” და “ინტერის” ექს შემტევმა ქართველზე თქვა, რომ სერია A-ს ოქროს ბიჭუნაა, მეტიც, რაფაელ ლეაოსა და მილინკოვიჩ სავიჩზე უკეთესი ფეხბურთელია. ამ
სამეულიდან 77 ნომრიან ბიჭუნას აირჩევდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
“ვფიქრობ, ეს ხედვა დამსახურებულია, რადგან ის ყველას გაოცებას აკრძელებს. ის უწყვეტად გვაჩვენებს წარმოუდგენელ ფეხბურთს, ძლიერი ბიჭია და საკუთარი უნარების კიდევ უფრო მეტად განვითარება შეუძლია. საქმე იქითკენ მიდის, რომ ხვიჩა მატჩში საშუალოდ 1 გოლსა და ასისტს შემოგვთავაზებს” – განაცხადა პაზინიმ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას “ნაპოლიში” უკვე 14 მატჩი ჩაატარა და თავი 7 გოლსა და 6 საგოლე გადაცემას მოუყარა, ასევე 3 პენალტიც გამოიმუშავა.
მომზადებულია spazionapoli-ს მიხედვით
GIPHY App Key not set. Please check settings