in

არეულობა რაგბის კავშირში: რეესტრმა აბუსერიძის რეგისტრაცია შეწყვიტა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ დაარეგისტრირა. 10-თვიანი უძრაობის შემდეგ, რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა (კრება) 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა, რომლის მიხედვით პრეზიდენტი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გახდა. არჩევნებში აბუსერეძემ 31 ხმა მიიღო. 10 ხმა მიიღო ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ. ბაჩო ხურციძემ კი, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მისი აზრით, გადადებული არჩევნების ჩატარების თარიღი დაირღვა.

ირაკლი აბუსერიძემ 2020 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა პრეზიდენტად რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ საჯარო რეესტრმა დოკუმენტაცია დაახარვეზა.

აბუსერიძეს ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღე ჰქონდა, თუმცა დღეს საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირაკლი აბუსერიძეს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, რეესტრმა აბუსერიძის პრეზიდენტად რეგისტრაციის განცხადება საბოლოოდ გააუქმა.

გეტყვით იმასაც, რომ ირაკლი აბუსერიძეს აღნიშნული გადაწყვეტილება იურიდიულ დეპარტამენტში აქვს გასაჩივრებული.

იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული დეპარტამენტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის რაგბის კავშირის ახალი საარჩევნო ყრილობა 24 თებერვალს გაიმართება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრმა, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთან ნაკრების კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა.

“მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ველოდით, რადგანაც რამდენიმე პოლიტიკოსი საჯარო რეესტრზე ზეგავლენას ახდენდა. ჩვენ, ეს უკანონო გადაწყვეტილება გვაქვს გასაჩივრებული და დაველოდებით მის პასუხს, თუ არადა მივმართავს სასამართლოს. სიმართლე ჩვენს მხარესაა და ისინი მორაგბეების ერთსულოვნებას ვერ შეაჩერებენ”, – ამბობს რამაზ ხარაზიშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავსტრალიის ღია სენსაციებით დაიწყო

ვიდეო: მილოშ თეოდოშიჩის თავბრუდამხვევი ფოკუსი