in ,

არასტუმართმოყვარე ესპანეთი: ბარსელონას ჯავრი მეორე ბარსელონამ იყარა – VIII ტური

არ იყო ეს სტუმრების ტური. ნახეთ: ვერ მოიგო ვერცერთმა გუნდმა, საწყის 6 მატჩში სტუმრებმა ერთი გოლიც ვერ გაიტანეს (საერთო ჯამში 8 მატჩში!), მერე ბენზემამ კი შეაგდო, მაგრამ “რეალმაც” წააგო გასვლაზე, თან პირველად ამ ჩემპიონატში. ვერ მოიგო ვერც ოთხეულში მყოფმა “სოსიედადმა”, რომელმაც “ხეტაფესთან” დაკარგა ქულები, არადა მოკრძალებულმა მადრიდულმა კლუბმა საერთოდ პირველი ქულა მოიპოვა მე-8 ტურში ზედიზედ 7 წაგების შემდეგ.
ბოლოს უგოლოდ წააგო “სევილიამაც” და თანალიდეროპბის შანსი დაკარგა.

მთავარი მატჩი კი მადრიდში, “ვანდაზე” გაიმართა, სადაც წინა ტურში დამარცხებულმა “ატლეტიკომ” დასუსტებული და გაურკვევლობაში მყოფი “ბარსელონა” მიიღო და სხვებს ერთის მეტს რომ ვერ უტანს, “ბარსას” ორი გოლით და ულაპარაკოდ მოუგო. გაიტანა ლუის სუარესმაც და აღნიშვნა კი უნდოდა, მაგრამ მაინც მოუწია თავის შეკავება, აი გულში კი სავარაუდოდ დიდად უხაროდა.

This image has an empty alt attribute; its file name is e16304b7fa134a.jpeg

მეორე მადრიდულ-ბარსელონურ დაპირისპირებაში კი უკვე კატალონიელებმა იმარჯვეს. “ესპანიოლმა” პირველი მარცხი მიაყენა “რეალს” და არ მისცა საშუალება ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო.

“რეალმა” პირველად წააგო ლა ლიგაში, ისე კი ზედიზედ მეორე მატჩი.

ბილბაოელმა ინიაკი უილიამსმა ლა ლიგაში 203 მატჩი ჩაატარა. ეს ამ ტურნირის რეკორდია.

„ბარსელონას“ 1 მოგება აქვს ბოლო 6 მატჩში.

„ბარსელონა“ 5 მატჩია ვერ უგებს „ატლეტიკოს“: 3 წაგება და 2 ფრე.

კუმანი: „ბარსა“ მეტს იმსახურებდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა“.

სიმეონე: „მათ ბურთი ისევ იმდენ ხანს ეჭირათ, როგორც ყოველთვის, მაგრამ მესი უნიკალურია“.

პიკე: „ბარსელონას“ შეეძლო კიდევ 3 საათი ეთამაშა და მაინც ვერ გაეტანა“.

“ბარსელონასთან” მატჩი ანტუან გრიზმანისთვის მე-400 გამოდგა ლა ლიგაში.

ლუის სუარესმა ლა ლიგის ყველა გუნდს გაუტანა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. „ბარსა“ 31-ე მათგანი გახდა.

სუარესმა „ბარსელონას“ პირველად გაუტანა კარიერაში. მან ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მეორედ ითამაშა.

სუარესი ზარის იმიტაციაზე: „ეს კუმანისთვის არ არის, ეს ყველას ეხება, ვისაც ჩემი ნომერი აქვს – ის არ შემიცვლია“.

ბენზემას 10 გოლი და 7 ასისტი აქვს ამ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში.

ანჩელოტი: “რეალი” ცუდად თამაშობდა, არაფერია სათქმელი. წაგება დავიმსახურეთ”.

ლა ლიგა – VIII ტური

ბილბაო – ალავესი 2:0
ოსასუნა – რაიო ვალეკანო 1:0
მალიორკა –ლევანტე 1:0
კადისი – ვალენსია 0:0
ატლეტიკო – ბარსელონა 2:0
ელჩე – სელტა 1:0
ესპანიოლი – რეალი 2:1
ხეტაფე – სოსიედადი 1:1
ვილიარეალი – ბეტისი 2:0
გრანადა – სევილია 1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სენსაცია, რომელიც კარგია – VII ტური

დაიჯერეთ, რომ სხვებზე უკეთესები ხართ – VII ტური