საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს. ჩვენი გუნდი ურთულეს ჯგუფში მოხვდა.
თბილისის დინამოს არ გაუმართლა: ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი მეტოქეები გვეყოლება
წილისყრის შედეგები და მომავალ ტურნირზე თბილის “დინამოს” მიზნებზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრია ბითაძემ Sport4me.ge-სთან ისაუბრა.
“წინა წლებთან შედარებით ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. პირადად ჩემთვის, ცოტა გაუგებერია ჯგუფების ასეთი გადანაწილება. პლეი-ოფში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ ამ 4 ადგილისთვის ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება. ვინ ვისთან დაკარგავს ქულებს რთული სათქმელია. ურთულესი იქნება, მაგრამ უშანსოდ არ ვართ და მეორე მხრივ ჩვენი გუნდისთვის ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან დიდი გამოცდილება იქნება”, – გვითხრა ანდრია ბითაძემ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings