in ,

ამ სირცხვილს ბათუმის წვიმაც ვერ ჩამორეცხავს: საქართველო არაღიარებულ კოსოვოსთან დამარცხდა

საქართველოსა და კოსოვოს მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ 0:0 დასრულდა. კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ხომ არ ვაღიარებთ, ჰო და არც მაგათ გატანილ გოლს ვაღიარებთ… ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ვაი რომ აღარ გვაქვს სახუმაროდ საქმე. საქართველოს ნაკრებმა ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” პირველი მატჩი გამართა და კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა. ქვეყნის, რომლის დამოუკიდებლობასაც არ ვაღიარებთ, მივიღეთ და სამი ქულაც გავატანეთ. ქართველები ხომ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. აქამდე, რომ წავაგებდით იმას მაინც ვიტყოდით კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო, მაგრამ ახლა კარგადაც ვერ ვითამაშეთ.

გასაგებია, რომ ვილი სანიოლის გუნდი აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო, მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე დამოუკიდებელი გუნდი წინ ვერ წავა. მატჩი, რომელშიც ჩვენს გუნდს მოსაგებად უნდა ეთამაშა, მთელი 90 წუთი ერთი გააზრებული, კომბინაციური შეტევა არ გვქონია. ბურთს ვაკონტროლებთ, ვაგორავებთ აქეთ-იქით, ფლანგიდან ფლანგზეც კარგად გადაგვაქვს, მაგრამ კარში უნდა დავარტყათ, კარში!!!

ბათუმის წვიმიან ამინდში მატჩის პირველი ნახევარი ამინდივით მოღუშული გამოდგა. საქართველოს ნაკრების გაუთავებელი ბურთის გორაობა. გრძელი პასები ქვილითაიას მიმართულებით, რომელსაც რიგ შემთხვევებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვერ იღებდა. ერთადერთი ნათელი წერტილი ნაკრების დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი იყო, რომელიც ძალიან აქტიურობდა და ჩვენი გუნდს სიმწვავეს სძენდა, მაგრამ მის ამ გარჯას ერთ ეპიზოდში მაინც რაიმე შედეგი რომ მოყოლოდა, უფრო გაგვიხარდებოდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის მეცხრე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო ოთარ კიტეიშვილმა და იგი შესაცვლელი შეიქმნა.

საქართველო ბურთს ფლობდა, ვერაფერ ჰქმნიდა. კოსოვო კი ორგანიზებულად იცავდა თავს და სახიფათო სწრაფ შეტავებსაც ახორციელებდა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის მე-18 წუთზე გავიდა. გრიგოლ ჩაბრაძე, რომელიც მთელი მატჩი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, უხეშად შეცდა. კოსოვოელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს და მურიქმაც თავური დარტყმით აიღო გიორგი ლორიას კარი.

გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მოჩვენებითი გააქტიურება ჰქონდა. 32-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შორეული მანძილიდან დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ კოსოვოელთა მეკარე ადგილზეა. ქვილითაიასაც შეეძლო გატანა, მაგრამ მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ.

მეორე ნახევარის სტარტი საკმაოდ კარგი გამოვიდა. აზაროვის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, კაშია ურტყამდა კარისკენ, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ, კოსოვოს ჰქონდა გატანის 100 %-იანი შანსი. გრძელი პასის შემდეგ, ჩაბრაძე შეცდა და კასტრატი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ნახევრის დარჩენილ დროში ყველაზე საინტერესო ტაიმის 63-ე წუთზე მოხდა, როდესაც კოსოვოელთა პროვოკაციის შემდეგ მოედანზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. განსაკუთრებით, კაშია და ბერიშა აქტიურობდნენ, მაგრამ სიტუაცია მალევე განიმუხტა.

მატჩის ბოლოსკენ მოედანზე მონატრებული გიორგი ჩაკვეტაძეც ვიხილეთ , რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის შემდეგ, პირველად ითამაშა, მაგრამ არაფერი.

საბოლოოდ, 0:1 და კოსოვომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრები კი, 2012 წლის შემდეგ, მუნდიალის შესარჩევ ციკლში კვლავ მოუგებელია.

საქართველო-კოსოვო 0:1

აჭარაბეთ არენა.ბათუმი

0:1 მურიქი (18)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად დადასტურდა: ნოემბერში ფიჯის ვეთამაშებით

ვილი სანიოლი: საქართველოსა და კოსოვოს შორის დიდი განსხვავება დავინახე-ისინი მეტად შეთამაშებულნი იყვნენ