in

ამერიკამ თქვა: ჯორდანი – ვინ არიან ისტორიის უდიდესი სპორტსმენები

მაიკლ ჯორდანმა პირველი ადგილი დაიკავა ისტორიაში უდიადესი სპორტსმენების გამოკითხვაში.

ანალიტიკურმა კომპანია Morning Consult-მა ამერიკელი გულშემატკივრები გამოკითხა, რათა გაერკვია თუ ვინ არის ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტსმენი აშშ-ში სპორტის ყველა ძირითად სახეობაში.

ხმების უმრავლესობა (19%) ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა მიიღო. მეორე ადგილი NFL-ის 7-გზის ჩემპიონმა ტომ ბრედიმ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სიაში ლეო მესიც მოხვდა და ათეულში ერთი ქლაბატონიცაა.

მოკლედ, ათეული ასეთი გამოვიდა:

  1. მაიკლ ჯორდანი – 19%
  2. ტომ ბრედი – 12%
  3. მოჰამედ ალი – 8%
  4. ბეიბ რუტი – 7%
  5. კობი ბრაიანტი – 5%
  6. ლებრონ ჯეიმსი – 4%
  7. ჯიმ ტორპი – 4%
  8. ლეო მესი – 3%
  9. პელე – 3%
  10. სერენა უილიამსი – 3%

მე-10-დან მე-16 პოზიციებზე მოხვდნენ NHL-ის საუკეთესო სნაიპერი უეინ გრეცკი, ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი, გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, მოცურავე მაიკლ ფელპსი, მძლეოსანი ჯესი უოენსი, ასევე ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ბო ჯექსონი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ოქროს ბურთში დაწინაურდა: პირველი ისევ მესია

სიტის ისტორიული თუ მესის პირველი გამარჯვება პსჟ-სთან: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – სად არის კვარას ნაპოლი