in ,

ალფრედ სხროიდერი: კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი გამოიჩინა – გოლს პლუს ასისტი.

“აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა – ალფრედ სხროიდერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, იგი ასევე შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას და შექება არ დაიშურა.

“ხვიჩას ნაპოლიში გადასვლის შემდეგ ვაკვირდებოდი, აქამდე მასზე ბევრი მსმენია. დღეს ის ფენომენალური იყო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და დიდი ფენომენია. სწორედ ამიტომაც მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.”. – ალფრედ სხროიდერი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუჩანო სპალეტი: ჩემი ბიჭებით ვამაყობ!

ხვიჩა სერია ა-ს ყველა ფეხბურთელს ჯობია