in ,

ალბანელებთან კარგი სტატისტიკა გვაქვს: ბოსნიას პირველად ვეთამაშებით

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მარტის სანაკრებო ფანჯარაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 25 მარტს ბოსნია-ჰერცოგოვინას, 29 მარტს კი, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას საფეხბურთო ნაკრებები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან. ალბანელებს კი “ჯვაროსნები” 13- ჯერ ეთამაშნენ და ალბანეთი ის ერთ-ერთი იშვიათი გუნდია, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს – 7 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი.

საქართველო და ალბანეთი პირველად ერთმანეთს 1994 წლის 14 დეკემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შეხვდნენ ერთმანეთს. ტირანაში შეხვედრა ქართველების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.

მეორე შეხვედრა იმავე შესარჩევში 1995 წლის 26 აპრილს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა და ქართველებმა შოთა არველაძის და თემურ ქეცბაიას გოლებით მოიგეს.

1998 წლის 8 პარილს მალტაში ჩატარებულ ოთხთა ტურნირზე საქართველომ ალბანეთი 3:0 დაამარცხა. გოლებით თავი-თემურ ქეცბაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გამოიჩინეს.

1998 წლის 5 სექტემბერს საქართველო და ალბანეთი ისევ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში შეხვდნენ ერთმანეთს. “დინამოზე” გამართული მატჩი ქართველებმა არჩილ არველაძის გოლით 1:0 მოიგეს. შესარჩევის განმეორებით მატჩში კი, ქართველებმა ალბანელებთან პირველი მარცხი განიცადეს. არტინ რაკლის და ბლეადრ კოლას გოლებს, შოთა არველაძემ უპასუხა და მატჩი ალბანეთის გამარჯვებით 2:1 დამარცხდა.

2003 წლის 6 სექტემბერს ალბანელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამოზე” ალბანეთს ისევ ვუმასპინძლეთ და 3:0 დავამარცხეთ. გოლები შოთა არველაძემ (2) და მიხეილ აშვეთიამ გაიტანეს.

2003 წლის 10 სექტემბერს კი, ალბანეთში ალბანელებმა 3:1 მოგვიგეს. ჩვენი გუნდიდან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, მეტოქისგან ბესნიკ ჰასიმ, იგლი ტარემ და ალბან ბუშიმ გაიტანეს.

2004 წელს ეს გუნდები, უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველომ ალბანეთი საკუთარ მოედანზე ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი დემეტრაძეს გოლებით 2:0 დაამარცხეს.

2005 წლის 4 ივნისს ტირანაში კი, ალბანელებთან მესამე და ჯერჯერობით უკანასკნელი მარცხი განვიცადეთ 2:3. ალაბენელთაგან გოლები იგლი ტარემ (2) და ერვინ სკელამ გაიტანეს, ჩვენგან ბურდულმა და კობიაშვილმა.

შემდეგ ოთხ შეხვედრაში საქართველო და ალბანეთი ამხანაგურ შეხვედრებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

2006 წლის 22 მარტს ტირანაში მატჩი უგოლოდ დასრულდა.

2009 წლის 10 ივნისს გუნდებმა მორიგი ფრე ითამაშეს – 1:1. ორივე გოლი ანსი აგოლიმ გაიტანა – საკუთარ კარშიც და მეტოქის კარშიც.

2012 წლის 29 თებერვალს საქართველომ ალბანეთი 2:1 დაამარცხა. გოლები ალექსანდრე კობახიძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.

2015 წლის 16 ნოემბერს ეს გუნდები ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ფრე 2:2 ითამაშეს. მიგიენ ბაშას და სოკოლ ციკალეშის გოლებს, ალექსანდრე ამისულაშვილმა და გიორგი ჭანტურიამ უპასუხეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქელთაძის მე-9 გოლი: ნიუკასლმა მეტოქე გაანადგურა

დაწყვილდნენ: ინგლისი vs ესპანეთი – ჩემპიონთა ლიგის წილისყრა