in

აი როგორ არ სჯეროდათ პსჟ-სი: ფინალში 4%-იანი შანსით

პსჟ-მ „არსენალი“ 2:1 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში და დიდი ხნის ნანატრი თასისკენ ერთი ნაბიჯიღა რჩება.

ფინალისკენ მიმავალი გზა კი უკიდურესად რთული იყო. შემოდგომაზე ტურნირის მოგების შანსი 2.5%-მდე დაეცა!

პსჟ-ს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა და ლოგიკურია, რომ ფინალში გასვლის შანსი ასეთი დაბალი იყო.

პსჟ ფინალშია! ვის შეეძლო ამის წარმოდგენა შემოდგომაზე? აი, როგორ შეიცვალა ალბათობა პროცენტებში.

5 ტურის შემდეგ, პსჟ მხოლოდ ერთი მოგებით საერთო ცხრილში 25-ე ადგილზე იყო, ბოლო გამარჯვების წინ კი – 22-ე ადგილზე. გუნდს პლეი-ოფში ვერ გასვლაც ემუქრებოდა. აი პლეი-ოფში კი ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა: პარიზელებმა თანამემამულე „ბრესტს“ ორ თამაშში 10 გოლი გაუტანეს და დაიწყო…

ყველა შემდგომი მსხვერპლი ინგლისური აღმოჩნდა: „ლივერპული“, „ასტონ ვილა“ და ახლა „არსენალი“. „ლივერპულის“ წინააღმდეგ პარიზელები აუტსაიდერებად ითვლებოდნენ, „ვილასთან“კი ფავორიტები იყვნენ, ხოლო „არსენალს“თანაბარი ნახევარფინალი წაართვეს.

„ინტერის“ ფინალში გასვლის ალბათობა არასდროს ჩამოუვარდებოდა 11%-ს, მაგრამ იშვიათადაც აჭარბებდა. ახლა ეს გუნდები პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში და ისიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ფინალის ფავორიტი – პსჟ?

ფინალის შანსები ასე გამოიყურება: 60% პსჟ-ს, 43% – „ინტერს“. კოეფიციენტებით 1.67 vs 2.30.
ძირითად დროში პსჟ-ს გამარჯვების ალბათობა 44%-ია, „ინტერის“ – 30%.

ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე 6 გუნდი იყო პსჟ-სა და „ინტერზე“ უფრო მაღალი შანსებით: „სიტი“, „რეალი“, „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“ და „ბარსელონა“.

აი, როგორ შეიცვალა ფინალისტების ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობა (ლურჯი “ინტერია”, წითელი – პსჟ).

პსჟ-ს ტიტულის მოგების ყველაზე მაღალი შანსები მეხუთე ტურის შემდეგ იყო – 40.00. „ინტერის“ პიკი – 17.00.

ველოდებით მიუნხენის ფინალს, შაბათ საღამოს, 31 მაისს!..

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდულის ევროზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება

საქართველო აქაც ევროპაა: ხელბურთელებმა მოიგეს და ზედიზედ მეორედ ევროპაზე გავიდნენ