ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის მაგიურობის შესახებ კი გეცოდინებათ და ალბათ, ისიც, რომ ჰოლანდმა უკვე სამი პრემიერ ლიგური ჰეთ-ტრიკი შეასრულა. საინტერესო ისაა, რომ ამ მაჩვენებლის მისაღწევად ჰოლანდს 8 მატჩი დასჭირდა და მაიკლ ოუენის შედეგი მთელი 40 მატჩით გააუმჯობესა.
ჰოდა, ამ ჩვენს ერლინგ ჰოლანდს ასეთი თვისება ჰქონია. ყოველი ჰეთ-ტრიკის შემდეგ ნათამაშებ ბურთზე თანაგუნდელებს ხელს აწერინებს და სამახსოვროდ ინახავს.
აიმერიკ ლაპორტი კი დაიღალა ამდენი ხელის მოწერით და სოციალურ ქსელში იხუმრა: “ამდენჯერ კონტრაქტზე არ მომიწერია ხელი, რამდენჯერაც იმ ბურთებზე, რომლითაც ჰეთთრიკი შეასრულე”.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2022/10/FeJF_8lXEAA8Z51-901x1024.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings