in ,

ათამაშებს თუ არა კვარას ძირითადში: რა თქვა ლუის ენრიკემ – მისი ყურება მომწონდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულთან“ პირველ მატჩამდე პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

„კვარაცხელიას როგორც ჩვენს ყველა შემტევს, სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში – მარცხნივ, ცენტრში და მარჯვნივ. ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ ყველა პოზიციაზე შეუძლიათ სასარგებლო იყვნენ.

ზოგიერთი სასტარტოში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ჩვენს გუნდში ხანდახან სწორედ შეცვლაზე შესულები არიან გადამწყვეტი მნიშვნელობის. ამით ვართ ძლიერები. ყველას საკუთარი როლი მიენიჭება, მათაც, ვინც ვერ ითამაშებს.

ხვიჩაზე კომენტარი გააკეთა მისმა თანაგუნდელმა ჟოაო ნევეშმა:
„კვარა ძალიან კარგი ბიჭია, ბევრი უნარი აქვს. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონტზე ვითამაშე. გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა“.

„ეკიპი“ წერს, რომ კვარაცხელია უმატებს, მაგრამ უბურთოდ ისეთი ინტენსიური არ არის, როგორც სხვები და ძირითადში, სავარაუდოდ, დუე იქნება, რომელიც ბოლო დროს შთაბეჭდავად გამოიყურება.

დღევანდელი საღამოს დაპირისპირებაზე კი ლუის ენრიკმ კიდევ ეს თქვა:

„ლივერპული“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. არნე სლოტმა შექმნა სრულყოფილი გუნდი, რომელსაც შეუძლია პრესინგი, დაცვა და შეტევა. ძალიან შეკრული გუნდია, მაგრამ ეს მოტივაცია და შესაძლებლობაა ვაჩვენოთ, რომ ამ დონის გუნდის დამარცხება შეგვიძლია.
„ლივერპულის“ შეტევა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეტევაში გადასვლისას შეცდომა რომ არ დავუშვათ. მათ შეტევაში სამი უსწრაფესი თავდამსხმელი ჰყავთ. უნდა ვეცადოთ ბურთი თავად გავაკონტროლოთ, შანსი შევქმნათ და დაცვაში ეფექტური ვიყოთ. ვიცით, რომ ასეთ დიდ მატჩებში ემოციები როგორ მოვთოკოთ.
„პარკ დე პრენსის“ ატმოსფერო არაჩვეულებრივია და იქ თამაში მეტოქისთვის ადვილი არაა. იმედი მაქვს, ამით ვისარგებლებთ“.

კვარაცხელია პრესკონფერენციაზე ახსენა „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმაც:
„ლუის ენრიკემ თქვა, რომ სამი ძალიან სწრაფი შემტევი გვყავს, თუმცა არც ბარკოლა, დემბელე და კვარაცხელია არიან ნელი. ვერ გეტყვით, დაინტერესებული ვიყავით თუ არა კვარაცხელიათი, მაგრამ ის შესანიშნავი მოთამაშეა, სპალეტის „ნაპოლიში“ მისი ყურება ძალიან მომწონდა“.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობაზე ასე წერენ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ნევეში – ვიტინია, ფაბიან რუისი – კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა

პსჟ-სა და „ლივერპულს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგ ფორმაში ვარ და ასე უნდა გავაგრძელო

მარადონასა და მესიზე წინ: გარინჩა ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორია