in ,

ადრიანოს ბოჰემა გრძელდება: ქორწინება და 24 დღეში მიტოვებული მეუღლე. მიზეზი? – მუნდიალი

საოცარი პერსონაა ადრიანო. 23 წლის ასაკში, უკვე ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფორვარდი გახლდათ, არაადამიანური დარტყმის ძალითა და სისწრაფით. “ინტერის” ადრიანო სულ სხვა იყო. შემდეგ იყო გეტო და იარაღით ბრძოლა რიოს გავლენებისათვის, მაგრამ ახლა ის, სულ სხვა მიზეზითაა ყურადღების ცენტრში.

Extra Globo-ს ინფორმაციით, წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო მეუღლე მიკაელა მესკიტას სცილდება.

წყვილი ურთიერთობაში 2015 წლიდანაა, 2022 წლის 9 ნოემბერს იქორწინეს, თუმცა მათმა ურთიერთობის გაოფიციალურებამ მხოლოდ 24 დღეს გასტანა. 

საქმე შემდეგშია – თურმე, ადრიანო მეგობრებთან ერთად ვილა კრუზში წასულა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიისა და შვეიცარიის მატჩისთვის ეყურებინა.

ის სახლში 2 დღის დაგვიანებით დაბრუნდა, რაც მეუღლეს არ მოეწონა, ეჩხუბა და გასცილდა. ყოფილმა ფეხბურთელმა შერიგება სცადა, თუმცა მიკაელამ ბოდიში არ მიიღო.

საინტერესოა, რომ მანამდე, ვიდრე წყვილი იქორწინებდა, 5-ჯერ დაშორდნენ, იქნება ახლა მე-6

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლივიე ჟირუ: ეს მბაპეს საუკეთესო ვერსია არ გახლავთ

ბელინგემი: შენში ძაღლი უნდა ცხოვრობდეს