in

WE ARE 26 – მუნდიალს სლოგანი აქვს: მსოფლიო ამერიკაში დაუვიწყარი ემოციებისთვის გაერთიანდება

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალური სლოგანი წარადგინა – „WE ARE 26“ („ჩვენ – 26“).

ბრენდის წარდგენის ღონისძიება ლოს ანჯელესში გაიმართა.

„WE ARE 26 – ეს არის მომენტი, როდესაც სამი ქვეყანა და მთელი კონტინენტი აცხადებს: „ჩვენ ერთად ვეპატიჟებით მთელ მსოფლიოს და მზად ვართ ჩავატაროთ ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი და ყველაზე მომცველი ჩემპიონატი ისტორიაში“.
16 მასპინძელი ულამაზესი ქალაქი ტურნირს უფრო მიმზიდველს გახდის. ეს უნიკალური ქალაქები მხიარულ ადგილებს და ფანტასტიურ ხალხს მოიცავს. ეს ყველაფერი ფანებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აჩუქებს. სამი წლის შემდეგ მთელი სამყარო გაერთიანდება ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა დედამიწაზე უდიდეს შოუს უყუროს“, – წერია ფიფას საიტზე ინფანტინოს ნათქვამი.

2026 წლის მუნდიალი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში. ფინალურ სტადიაზე ისტორიაში პირველად 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ნაკრები პირდაპირ ახლა: მბაპეს დომინირება და ერთი ახალგაზრდა

ვაკო ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა