in

VAR-ის გამოყენება შესაძლოა შეაჩერონ: მადრიდელი კაცი ამბობს ჩემი პროექტიაო და იჩივლა – აღიარება და 300 მლნ უნდა

VAR-ის გამოყენება შესაძლოა სასამართლოს გამო შეაჩერონ.

მადრიდელმა ფრანსისკო ლოპესმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას წინააღმდეგ. ის საკუთარ თავს მიიჩნევს ტექნოლოოგიის ავტორად და საფეხბურთო ორგანოებს ადანაშაულებს, რომ მის იდეას იყენებენ. ლოპესი 7 წელიწადი ცდილობდა RFEF-სა და ფიფასგან აღიარებას, მაგრამ ვერ მოახერხა და სასამართლოს მიმართა.

„VAR-ის სისტემა იყო პროექტი სახელწოდებით „XXI საუკუნის ფეხბურთი“. ყველაფერი დარეგისტრირებული იყო. სახელწოდება ერთადერთია, რაც შეცვალეს. სისტემა შექმნეს ჩემ პროექტზე დაყრდნობით. 1999 წელს მე იდეა დავაპატენტე, ხოლო VAR 2006-ში დაარეგისტრირეს“, – ამბობდა ლოპესი 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ფრანსისკო ამტკიცებს, რომ არაერთხელ შეთავაზა ფიფას თავისი ტექნოლოგია.

სასამართლო გადაწყვეტს შეაჩეროს თუ არა VAR-ის გამოყენება გამაფრთხილებელ ზომად. გარდა ამისა, ლოპესი RFEF-სა და ფიფასგან 300 მლნ ევროს ითხოვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ მბაპეს შემცვლელად ხვიჩას განიხილავს

1970-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელი კრუიფია