ცნობილმა ამერიკულმა ვებგვერდმა UFC-ის წლის საუკეთესო ბრძოლები დაასახელა, რომელთა შორისაც გიგა ჭიკაძის ბრძოლა მეორე ადგილზე მოხვდა.
როგორც ვებგვერდი წერს, ამ სიაში იმ მებრძოლების ჩხუბები შეიყვანეს, რომელთა შემდეგაც მათი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა. საიტი “ქართველ ნინძაზე” წერს, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ყველაზე საშიში დამრტყმელია.
ჭიკაძემ პრესტიჟულ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლა ბრენდონ დევისის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად მოიგო, რასაც მან ზედიზედ 6 გამარჯვება მიაყოლა. ქართველმი მებრძოლის მიმართ ინტერესი ვეტერანი ედნოს ბარბოსას დამარცხების შემდეგ გაიზარდა. სწორედ ეს ბრძოლა დასახელდა საიტის მიერ წლის საუკეთესო ბრძოლებში მეორე ადგილზე.
საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ ასევე გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის ბოლო ბრძოლაზე, რომელიც მერაბმა მარლონ მორაეშს მოუგო.
შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძე მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს კალვინ კატარის წინააღმდეგ გამართავს და ეს ივენთის მთავარი ბრძოლა იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings