“შახტარმა” “საბურთალოსგან” საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1 მილიონ ევროდ შეიძინა. ua-football-მა დონეცკური გუნდის ახალწვეულის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. ვთვლით რა გოჩოლეიშვილს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად, ამ სტატიის ჩვენი მკითხველისთვის შემოთავაზება გადავწყვიტეთ.
“შახტარმა” მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი დაიმატა. მოთამაშის სავიზიტო ბარათიკონკურენტი ტეილორისა და კონოპლიასთვის
“მათ შორის, ვინც კარგად ცნობილია უკრაინული პუბლიკისთვის, ეს ფეხბურთელი თავისი მახასიათებლებით ყველაზე მეტად იგორ პერდუტას ჰგავს. კომპანია InStat-ის მონაცემების მიხედვით, ქართველის პროფილში ყველაზე უფრო განვითარებულია პრესინგში თამაშში (საშუალოდ წარმატებული მოქმედების 39%), ჩაწოდებებსა (36%) და დრიბლინგში (33%).
გოჩოლეიშვილი “შახტარის” ფეხბურთელი 2023 წლის 1-ელ იანვარს გახდება და გუნდთან ერთად ზამთრის პირველ შეკრებაზე გაემგზავრება. რა თქმა უნდა, ეს ვარსკვლავური შენაძენი არაა, მაგრამ დონეცკური კლუბის ახალ კონცეფციაში ეწერება: ახალგაზრდული გუნდის უკრაინელი და ახლო საზღვარგარეთის ნიჭიერი წარმომადგენლებით მშენებლობა”.
GIPHY App Key not set. Please check settings