in

U21: საოცარი გოლები და ბრწყინვალე ფეხბურთი: საქართველომ ინგლისი დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის 21-წლამდელთა გუნდი 3:2 დაამარცხა.

მატჩი ბათუმში შედგა და მასპინძელთაგან სამივე გოლი ”საბურთალოს” ფეხბურთელების ანგარიშზეა, გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი გიორგი გოჩოლეიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.

მატჩის სტარტზე ინგლისელთა ერთ შეტევით ფაზაში მამარდაშვილმა ბურთი ორჯერ მოიგერია, ჯერ ბალოგუნს აუღო, შემდეგ კი ანხელ გომესს. ”ვალენსიას” მეკარემ გუნდი სწრაფი გოლისგან იხსნა.

ტაიმის საწყის პერიოდში აშკარა უპირატესობას ინგლისის ნაკრები ფლობდა, თუმცა შეტევით ერთ ფაზაში გაგუას ეფექტური პასებით სვანაძის ფეხბურთელებმა მწვავე მომენტები შექმნეს, თუმცა დასკვნით ფაზაში ინგლისელმა მცველებმა უშეცდომოდ ითამაშეს.

ივა გელაშვილს დამაჯერებლობა აკლდა, ერთხელ ბურთი ცუდად ჩაჭრა და მამარდაშვილის კარს მცირე მანძილით აცდა, შემდეგ კი ბალოგუნი საჯარიმოში თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა, სუსტი დარტყმა პირდაპირ მეკარისკენ წავიდა.

24-ე წუთზე გაგუას პასი გაგნიძემ ჭკვიანურად გაატარა და შეტევა გულიაშვილმა ეფექტური გოლით დაასრულა. 36-ე წუთზე ლონდონის ”არსენალის” შემტევი ბალოგუნი ტრავმის გამო შეცვალეს, თამაშში სემ გრინვუდი ჩაერთო, რომელიც ბიელსას ”ლიდსის” ფეხბურთელია, პირველ გუნდში ირიცხება, თუმცა პრემიერ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

47-ე წუთზე გოჩოლეიშვილის საგოლე პასის შემდეგ გულიაშვილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და დუბლი შეასრულა.

55-ე წუთზე მოისწრაფიშვილმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ გულიაშვილი ჰეთ-თრიკის შესრულებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

თუ პირველ ტაიმში ინგლისის ნაკრები უპირატესობას ფლობდა, შესვენების შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი მეტწილად პირველ ნომრად თამაშობდა. 65-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილის ბრწყინვალე რეიდი გოლით დასრულდა, ”საბურთალოს” 20 წლის შემტევმა საოცრად ითამაშა.81-ე წუთზე თომას დოილის პასით კლინტონ მოლამ ანგარიში შეამცირა – 3:1.მე-4 დამატებულ წუთზე მარკ გეიმ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 3:2

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დასამალი არაფერია: იტალიაში მსაჯისა და VAR-ის ლაპარაკს ყველა მოისმენს

ბუსკეტსთან და ლინდელოფთან ერთად: კვარაცხელია B ჯგუფის სიმბოლურში