in

The sun: ინგლისელთა კოშმარული საღამო ბათუმში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, რომელიც საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს გაეჯიბრა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. რამაზ სვანიძის გუნდს განსაკუთრებით მეორე ნახევრის სტარტი ჰქონდა ბრწყინვალე, როდესაც გიორგი გულიაშვილმა და გიორგი გოჩალეიშვილმა ბრწყინვალე გოლები გაიტანეს. ინგლისელებმა მატჩის ბოლოს ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ მეტი ვერაფერი მოახერხა.

აღნიშნულ მატჩს ცნობილი ინგლისური ვებგვერდი The sun გამოეხმაურა და მატჩის მეორე ტაიმს ინგლისის ნაკრების კოშმარი უწოდა.

“კოშმარი” – ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმში საშინელი, მძიმე მატჩი ჩაატარა. მეორე ტაიმის სტარტი საერთოდ საშინელი იყო. ინგლისელთა ეს კოშმარი გულიაშვილის და გოჩალეიშვილის დამსახურებაა, რომლებმაც ბრწყინვალე გოლები გაიტანეს. ეს რთული თამაში იყო და “ახალგაზრდა ლომებს” ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო”, – წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი ერთობლივად უმასპინძლებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინაც გავიდა, ინგლისი რეკორდებს აუმჯობესებს, იტალია ვერასდროს ვერ უგებს – შესარჩევის ფაქტები

ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა