მორჩა – „სიტის“ არანორმალური აღმასვლა შეჩერდა. ასეა, ყველაფერს აქვს დასასრული. გვარდიოლას და მისი გუნდის აქამდე ნაჩვენები შედეგიც თანამედროვე ფეხბურთში უაღრესად დასაფასებელია და ძნელად წარმოსადგენია უახლოეს მომავალში თუნდაც ამ შედეგთან მიახლოება რომელიმე ინგლისურმა გუნდმა შეძლოს. ბრავო „სიტის“ და რა თქმა უნდა ბრავო „იუნაიტედს“.
„სიტისაც“ ჰქონდა მომენტები, უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ „მანჩესტერმა“ არაფრის დიდებით არა გაატანინა და თავად კი ორივე ტაიმის დასაწყისში გაუმართლა.
მიუხედავად დერბის მოგებისა, ამ სეზონში საჩემპიონო ბრძოლის დაძაბვაზე საუბარი ცოტა რთულია. „სიტის“ 65 ქულა აქვს, ხოლო „მანჩესტერს“ 54 ქულა (28 ტურის შემდეგ). „წითელი ეშმაკები“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ „ლესტერს“ და დარჩენილ მონაკვეთში ალბათ მაინც ოთხეულში მყარად ყოფნასა და მეორე ადგილზე უფრო უნდა იფიქრონ, ვიდრე პირველობაზე.
სიტი vs მანჩესტერი 0:2
0:1 – 2, ბრუნო ფერნანდეში, პენ. 0:2 – 50, შოუ.
სიტი: ედერსონი, კანსელო (უოკერი, 66), სტოუნზი, რუბენ დიაში, ზინჩენკო, როდრი, დე ბრიუინი, გიუნდოგანი, მარეზი, ჟესუსი (ფოდენი, 71).
მანჩესტერი: ჰენდერსონი, ლინდელოფი, შოუ, მაგუაირი, ვან-ბისაკა, ფრედი, ბრუნო ფერნანდეში (უილიამსი, 90), მაკტომინი, ჯეიმსი, მარსიალი (მატიჩი, 88), რეშფორდი.
დასრულდა „სიტის“ 21 მოგებათა და 28 წაუგებელი სერია.
„სიტიმ“ ზედიზედ მეორედ წააგო „მანჩესტერთან“ პრემიერლიგაში საშინაო მატჩი 2010 წლის აპრილის შემდეგ.
„მანჩესტერმა“ მოიგო ზედიზედ სამი გასვლითი თამაში „სიტისთან“ 2000 წლის შემდეგ პირველად ყველა ტურნირის ჩათვლით.
სულშერი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ყველა, სამივე მატჩი „სიტის“ წინააღმდეგ სტუმრად ყველა ტურნირის გათვალისწინებით.
ბრუნო ფერნანდეშს 2+0 აქვს „დიდი ექვსეულის“ წინააღმდეგ 8 მატჩში. მან პენალტი გაუტანა „ტოტენჰემს“ და ახლა „სიტის“.
GIPHY App Key not set. Please check settings