in

ქვიზი: როგორ გახსოვთ ქართული სპორტის 2021 წელი?

2021 წელი ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. წელს საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა. კარგი წელი ჰქონდა ნიკოლოზ ბასილაშვილსაც.

შეავსეთ ჩვენი ქვიზი და გაიხსენეთ რამდენად კარგად გახსოვთ ქართული სპორტის მონაგარი 2021 წელს.

  • შეკითხვა

    2021 წელს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. რომელი ქვეყნის ნაკრები დაამარცხა ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში, რომლითაც გაინაღდა ფინალურ ეტაპზე თამაში.

    • რუსეთი
    • სომხეთი
    • საფრანგეთი
    • აზერბაიჯანი
  • შეკითხვა

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო. ვილი სანიოლის გუნდმა პრიშტინაში კოსოვო დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ვინ გაიტანა მეორე?

    • გიორგი ჩაკვეტაძე
    • ხვიჩა კვარაცხელია
    • ჯაბა კანკავა
    • ზურიკო დავითაშვილი
  • შეკითხვა

    წელს გიორგი მამარდაშვილი თბილისის „ლოკომოტივიდან“ ესპანურ „ვალენსიას“ შუერთდა და ამ გუნდის მაისურით ლა ლიგაში 6 შეხვედრა ჩაატარა. მერამდენე ქართველია მამარდაშვილი, ვინც ლა ლიგაში ითამაშა?

    • მესამე
    • მეოთხე
    • მეხუთე
    • მეექვსე
  • შეკითხვა

    წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ დიდი სლემით (სძლია ყველა მეტოქეს) მოიგო. ვინ დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირის დასკვნით მატჩში?

    • რუმინეთი
    • ნიდერლანდები
    • ბელგია
    • პორტუგალია
  • შეკითხვა

    ქართულ რაგბიში წელს ისტორიული ტრანსფერი განხორციელდა. მორაგბე საქართველოს პირველი ლიგიდან ფრანგული ტოპ 14-ის კლუბში აღმოჩნდა. ვინაა ის?

    • ბექა საღინაძე
    • მიხეილ ალანია
    • დავით ნინიაშვილი
    • გიორგი მელიქიძე
  • შეკითხვა

    2021 წელს საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პეკინის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა და ერთ ოლიმპიადაზე აღებული საერთო მედლების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. რამდენი მედლით დაასრულა საქართველომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

    • 7
    • 8
    • 9
    • 10
  • შეკითხვა

    საქართველოს ნაკრებს ტოკიოში პირველი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა. ვინ დაამარცხა „გუდამაყრელმა ნარუტომ“ ოლიმპიადის ფინალში?

    • მიხაილ იგოლნიკოვი
    • ნიკოლოზ შერაზადიშვილი
    • დავლათ ბობონოვი
    • ედუარდ ტრიპელი
  • შეკითხვა

    წელს ოლიმპიადა მეორედ მოიგო მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. რამდენი კილოგრამი დააფიქსირა ლაშამ ოლიმპიადაზე ორჭიდის ჯამში?

    • 488
    • 489
    • 490
    • 491
  • შეკითხვა

    2021 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი ტურნირი მოიგო: რომლები?

    • ჰამბურგი და მიუნხენი
    • დოჰა და ინდიან უელსი
    • დოჰა და მიუნხენი
    • მიუნხენი და კორსიკის ტურნირი
  • შეკითხვა

    წელს, ნბა-ს დრაფტზე სანდრო მამუკელაშვილი აირჩიეს და ოკეანის გადაღმა უკვე ორი მოქმედი კალათბურთელი გვყავს. რომელმა გუნდმა აირჩია დრაფტზე სანდრო?

    • ინდიანა
    • მილუოკი
    • დეტროიტი
    • ფილადელფია
  • შეკითხვა

    ვინ გახდა 2021 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი?

    • ლაშა ბექაური
    • ლაშა ტალახაძე
    • ლაშა შავდათუაშვილი
    • ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0