in

ქვიზი: ვინ გაიტანა გოლი?

  • შეკითხვა

    ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი დაუვიწყარი მატჩი. 2005 წლის ფინალი: „მილანმა“ პირველი ტაიმი „ლივერპულს“ 3:0 მოუგო, მაგრამ ინგლისურმა გუნდმა მეორე ნახევარში თამაში შემოუტრიალა და რამდენიმე წუთში 3 გოლი გაუტანა. მესამე გოლი „ლივერპულმა“ მე-60 წუთზე შეაგდო. ვინ გაათანაბრა ანგარიში?

    • მილან ბაროში
    • დიტმარ ჰამანი
    • ჩაბი ალონსო
    • იონ არნე რიისე
  • შეკითხვა

    1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალია. ბრაზილია შვედეთს ხვდება და ბოლოსკენ, მე-80 წუთზე მხოლოდ ერთადერთი გოლით უგებს. ვინ არის იმ გადამწყვეტი გოლის ავტორი?

    • რაი
    • რომარიო
    • მაზინიო
    • ბებეტო
  • შეკითხვა

    1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. გერმანიამ მოახერხა და 0:2-ზე არგენტინას ანგარიში გაუთანაბრა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მარადონამ დიდებული პასი მისცა პარტნიორს, მთელი გერმანია მოტეხა და თანაგუნდელი ერთი ერთზე დატოვა, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო. ვინ იყო?

    • ხორხე ბურუჩაგა
    • ხორხე ვალდანო
    • ხულიო ოლარტიკოეჩეა
    • ხოსე ლუის ბრაუნი
  • შეკითხვა

    1995 წელია. საქართველოს მაგარი შემადგებლობა ჰყავს. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გასვლაზე ვეთამაშებით მომავალ ჩემპიონ გერმანიას. ჯერ 0:0-ია (ისე 4:1 დამთავრდა). მიმდინარეობს 28-ე წუთი. ჩვენების შეტევაა, საჯარიმოს ხაზიდან ურტყამს და გოლი გააქვს…

    • შოთა არველაძე
    • გიორგი ქინქლაძე
    • მიხეილ ყაველაშვილი
    • თემურ ქეცბაია
  • შეკითხვა

    1998 წლის მუნდიალის ნახევარფინალი. ბრაზილია უკვე ფინალშია, ახლა საფრანგეთი ტურნირის აღმოჩენა ხორვატიას ეთამაშება. დაიწყო თუ არა მეორე ტაიმი შუკერმა ანგარიში გახსნა. თუმცა მაშინვე ტიურამმა აღადგინა წონასწორობა. მძიმე მატჩია, მასპინძლები კი ფინალში აუცილებლად უნდა გავიდნენ. 69-ე წუთზე ფრანგებს მაშველად მოევლინათ და გადამწყვეტი გოლი გაიტანა…

    • დევიდ ტრეზეგე
    • სილვიან ვილტორი
    • ემანუელ პეტი
    • ლილიან ტიურამი
  • შეკითხვა

    2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გლაზგოში ჩატარდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ზიდანმა დაუვიწყარი მაკრატელა გაიტანა, მაგრამ მანამდე „რეალს“ ერთი უკვე ჰქონდა გატანილი. ვინ გახსნა ანგარიში?

    • რობერტო კარლოსი
    • რაული
    • ივან ელგერა
    • ფერნანდო მორიენტესი
  • შეკითხვა

    თბილისი „დინამო“ ძველებურად ძლიერი უკვე ვეღარ არის, მაგრამ 1987 წელს უეფას თასზე გავიდა და ჯერ სოფიის „ლოკომოტივს“ მოუგო, მერე ბუქარესტის „ვიქტორიაც“ გააგდო და ეთამაშება ბრემენის „ვერდერს“, რომელმაც წინა ეტაპზე მოსკოვის „სპარტაკი“ მოულოდნელად ჩამოიშორა. თითქოს „დინამოს“ დიდი შანსი არ აქვს, მაგრამ ბრემენში მხოლოდ 1:2 წააგო და შანსი დაიტოვა. გადაჭედილი სტადიონი თბილისში და 31-ე წუთზე „დინამომ“ ანგარიში გახსნა…

    • გია გურული
    • რამაზ შენგელია
    • თენგიზ სულაქველიძე
    • სოსო ჭედია
  • შეკითხვა

    2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი სენეგალს ეთამაშება და მაგრადაც უნდა მოუგოს, მაგრამ… 0:1-ს აგებს. ვინ გაიტანა ის ერთი გოლი?

    • პაპა ბუბა დიოპი
    • პაპე მალიკ დიოპი
    • ელ ჰაჯი დიუფი
    • მუსა ნდიაე
  • შეკითხვა

    2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალია. მასპინძელი გერმანია არგენტინის გაგდების შემდეგ იტალიას ეთამაშება და 0:0-ის შემდეგ საქმე პენალტებამდე მიდის, მაგრამ დამატებითი დროის ბოლოს, 119-ე წუთზე იტალიას გოლი გააქვს…

    • ფაბიო გროსო
    • დელ პიერო
    • დანიელე დე როსი
    • მარკო მატერაცი
  • შეკითხვა

    2010 წლის მსოფლიოზე ესპანეთი ფინალში გავიდა და ინიესტას გოლით ნიდერლანდები დაამარცხა. მანამდე კი ნახევარფინალში ესპანეთმა ასევე 1:0 მოუგო გერმანიას. ვისი გოლით?

    • სერხიო რამოსი
    • სესკ ფაბრეგასი
    • კარლეს პუიოლი
    • ფერნანდო ტორესი
  • შეკითხვა

    1997 წლის სექტემბერია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1998 წლის ევროპის შესარჩევ მატჩს ეთამაშება იტალიას, რომლის კარს იცავს ჯიჯი ბუფონი. თამაში რუსთავშია, ჩვენების ბევრს არ სჯერა, მაგრამ პირველი ტაიმი 0:0 მორჩა, ჩვენები კარგად თამაშობენ და აი 59-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან ბუფონს ელეგანტურად და ძალიან მოხდენილად გადაუგდო და კუთხეში ლამაზად ჩასვა ბურთი… ვინ იყო?

    • ზაზა ზირაქიშვილი
    • გიორგი კიკნაძე
    • ლევან ქებაძე
    • მიხეილ აშვეთია

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0